იტალიელმა სამართალდამცველებმა კუნძულ სარდინიის პლაჟიდან ქვიშის ქურდობის გამო საფრანგეთის მოქალაქე 1000 ევროთი დააჯარიმეს. ამის შესახებ გამოცემა Le Figaro წერს.
ქალაქ კალიარის აეროპორტში ფრანგი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა შეამოწმეს და პლასტიკის ბოთლში 2 კილოგრამი ქვიშა აღმოაჩინეს.
„ასეთი ქცევა არა მხოლოდ აზიანებს გარემოს, არამედ საფრთხეს უქმნის სანაპირო ზოლის შენარჩუნებას, რაც ასე აუცილებელია სარდინიაზე ტურიზმის განვითარებისთვის“, - აცხადებენ პოლიციაში.
ტურისტებს სარდინიის პლაჟიდან ქვიშის წაღება რამდენიმე წლის წინ აეკრძალათ.