უგემრიელესი კექსი

უგემრიელესი კექსი "შემოდგომის გემო"

ინგრედიენტები

ვაშლი - 1,5 კგ

შავი მოცხარი - 500 გრ

1 ლიმონის ცედრა

წყალი - 100 მლ

შაქარი - გემოვნებით

ბისკვიტი

კვერცხი - 4 ცალი

შაქარი - 2,5 ჭიქა

მაწონი - 500 გრ

სოდა - 1 ჩკ

კარაქი - 250 გრ

ვანილი - 1 შეკვრა

მარილი - 1/4 ჩკ

ფქვილი - 3 ჭიქა

მომზადების წესები

გულსართი: მოათავსეთ ქვაბში თხლად დაჭრილი ვაშლი, ლიმონის ცედრა, შავი მოცხარი, შაქარი და წყალი, შემოდგით საშუალო ცეცხლზე თავდახურული 10 წუთი.

კარგად ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი, ჩაამატეთ სოდიანი მაწონი, გამდნარი კარაქი, ვანილი, მარილი და ფქვილი. მოაჭერით ცომს პატარა გუნდა და დადეთ ცალკე

მომზადება: ცხიმწასმულ ყალიბში გააბრტყელეთ ცომი, ზემოდან გაანაწილეთ მომზადებული გულსართი. მოტოვებული ცომი გააბრტყელეთ ფქვილიან დაფაზე, დაჭერით ზოლებად და ეს ზოლები ლამაზად გაანაწილეთ ნამცხვრის თავზე.

შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 1 საათით.