ქათამი სულგუნის სატენით   

ქათამი სულგუნის სატენით  

ინგრედიენტები

ქათამი - 1 კგ

სულგუნი - 300 გრ

მარილი

მომზადების წესები

გასუფთავებული, გარეცხილი და მარილმოყრილი წიწილის მუცლის ღრუ გამოვტენოთ წვრილად დაჭრილი სულგუნით.

გავკეროთ ძაფით და შევწვათ 10 წუთი 200 გრადუსზე, შემდეგ კი 180 გრადუსზე. შეწვისას რამოდენიმეჯერ კოვზით მოვასხათ გამოყოფილი წვენი.

როცა მზად იქნება, ძაფები მოვაცილოთ, დავჭრათ და ისე მივიტანოთ სუფრაზე.