"თავისუფლების ძიებაში," - სწორედ ასე ჰქვია ომიდ სქოუბისა და ქეროლაინ დიურანის მიერ გამოქვეყნებულ სამეფო ბიოგრაფიას., რომელიც მეგან მარკლისა და პრინცი ჰარის ცხოვრებას ეხება. უახლესმა პუბლიკაციამ უამრავ აქამდე უცნობ დეტალს ახადა ფარდა, მათ შორის, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ისიც, რომ ქეით მიდლტონმა მეგან მარკლთან პირველ შეხვედრაზე უარი თქვა.
როგორც ირკვევა, 2016 წელს პრინცმა ჰარიმ გადაწყვიტა მომავალი მეუღლე ძმისა და რძლისთვის გაეცნო, თუმცაღა დიდ ბრიტანეთში ჩამოსულ მეგან მარკლს მხოლოდ პრინცი უილიამი შეხვდა.
მიუხედავად სასიამოვნო საღამოსი, ჰერცოგინიის არყოფნა ყველასთვის განსაკუთრებულად შესამჩნევი აღმოჩნდა და ინსაიდერების თქმით, ქეითი უბრალოდ გაურბოდა მასთან ურთიერთობას.