დავით საყვარელიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლიდერი რჩება საქართველოს სიბნელიდან გამოყვანის მთავარ გარანტად

დავით საყვარელიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლიდერი რჩება საქართველოს სიბნელიდან გამოყვანის მთავარ გარანტად

საქართველოს გენერალური პროკურორის ყოფილი პირველი მოადგილე დავით საყვარელიძე მედიისთვის რამდენიმე დღის წინ მიცემულ კომენტართან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს და აცხადებს, რომ მისი ნათქვამი არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელდა.

როგორც დავით საყვარელიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, ის საქართველოს სიბნელიდან გამოყვანის მთავარ გარანტად და ფაქტორად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს მიიჩნევს. მეორე მხრივ, გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე გიორგი ვაშაძეზეც საუბრობს და დარწმუნებით აცხადებს, რომ მისი ნათელი გონება და ენერგია საქართველოს სიბნელიდან გამოყვანას და აღმშენებლობას მოხმარდება.

„საჭიროდ ჩავთვალე, განვმარტო ის, რაც ჩემთვის 2+2-ია. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უბრალოდ პარტია არ იყო და არც მომავალში იქნება. ენმ-ში ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები გავატარე და მერგო პატივი, ძალიან რთულ წლებში, ბევრ ღირსეულ ადამიანთან ერთად მხარდამხარ მებრძოლა. სიმართლე გითხრათ, არც ახლა და არც აქედან შემიწყვეტია საქართველოსთვის ბრძოლა. ენმ-მა და მისმა ლიდერმა შეძლო შეექმნა საქართველოს ისტორიაში პორველი, თანამედროვე ქართული სახელმწიფოს პირველი ჩანასახი და ახლაც, ამდენ ქარცეცხლგამოვლილი, რჩება საქართველოს სიბნელიდან გამოყვანის მთავარ გარანტად და ფაქტორად.

კომენტარში ვთქვი და კიდევ ერთხელ აქაც გავიმეორებ, რომ საპარლამენტო სისტემაში, პარლამენტში ხმათა უმრავლესობის მომპოვებელ ნებისმიერ პარტიას უფლება აქვს დააყენოს პრემიერ-მინისტრის თავისი კანდიდატურა. ეჭვი არ მეპარება, რომ ეს პოლიტიკური ძალა სწორედ ენმ იქნება. შესაბამისად, დაველოდოთ პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის დასახელებას, არც ისე შორია.

რაც შეეხება გიორგი ვაშაძეს, ის ჩემი დიდი ხნის მეგობარია. ამ ურთიერთობას ძალიან ვაფასებ და ვუფთხილდები. ძალიან მინდა და დარწმუნებულიც ვარ, მისი ნათელი გონება და ენერგია საქართველოს სიბნელიდან გამოყვანას და აღმშენებლობას მოხმარდება. აქვე გავიმეორებ, რომ მასაც წარმატებას ვუსურვებ თავის გუნდთან ერთად. დარწმუნებული ვარ, სწორ მხარეს დადგება. საქართველოში მალე გათენდება“, - წერს დავით საყვარელიძე სოციალურ ქსელში.

Aburjga Tasmanieli ა კიდომ (აი კიდევ)!!! ე.ი. ამ კაცის აზრით მიშა, თითონ ის, გიორგი ვაშაძც და მათი რამდენიმე ათეული დამქაში ნათელი ხალხია, სინათლეში არიან, აი ქრისტემ ფერი რომ იცვალა და გაბრწყინდა ისე არიან გასხივოსნებული, ისე მაგრად აფრქვევენ შუქს და ნათელს, რომ ჩვენ დანარჩენებს, ბნელებს, 5 კილო კარტოფილზე გაყიდულებს რომ გვეძახიან, რომლებიც საუკუნო სიბნელეში ყოფნისთვის ვყოფილვართ განწირულნი ნათელს მოგვფენენ, გზას გაგვინათებენ ლიბერალური დემოკრატიისაკენ - კაცი კაცს ხელს ჩასჭიდებს და ქალი ქალს,წავლენ ზაქსში, შეუღლდებიან, დაიყრება პლანი და ჰეროინი, მიდი დავაი, მოფსი რუსთაველზე, თუ გინდა მთაწმინდის პანთეონშიც მიაფურთხე წინაპართა საფლავებს, ვინ განგიკითხავს, პირიქით ლუკ კოფის სახელობის პრემიითაც შეიძლება დაგაჯილდოვონ! იქნება ლაყბობა გაუთავებელი რომ საქართველოში ქართველი, სომეხი, აზერბაიჯანელი ერთნაირი უფლებებით არიან, ერთი თავისუფლება და მოვალეობა აკისრიათ! 10 წელიწადში ისე იქნება, რომ ბათუმში ბულვარში "სკამეიკაზე" ვერ დაჯდები! გამოვა ვიღაცა თურქი და გეტყვის, ეს ფასიანია 5 ლირა ღირს, გადაიხადე თუ არა წადი, ააცვი აქიდანო! ... არ შემიძლია, ამის წერა ცუდად ვხდები ... თქვენც ხომ იცით ყველამ ეს სოროსის მონები, მართლა ბნელები რას შვებოდნენ და რას იზამენ??!! ნახეთ რა სიტყვა-პასუხი აქვთ - ქართველ ხალხს ისე გვაყენებენ შეურახყოფას ყოველ წინადადებაზე, ყოველ სიტყვაზე, რომ ამას ვერც კი ხვდებიან, ვერ ხვდებიან რომ სამშობლოს ბნელეთი და ქართველ ხალხს ბნელები არ უნდა დაუძახონ! ამათ კიდევ ვინმე ხმას რომ მისცემს მერე დაიკვეხონ!!!
4 წლის უკან