მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს - სამადლობელი სიტყვა თეა წულუკიანმა გიორგი გახარიას საჯარო რეესტრის ახალი ოფისის გახსნაზე, სიტყვით გამოსვლისას მიუძღვნა.
„მინდა, მადლობა გადავუხადო პირველ რიგში, საქართველოს პრემიერ-მინისტრს. მე აქ ვარ ნამდვილად გულწრფელი და ეს არ არის პროტოკოლური მადლობა, რადგან მას შემდეგ, რაც ის გახდა მთავრობის მეთაური, მეც და თითოეული იუსტიციელიც მის მხარდაჭერას ვგრძნობთ. მხარდაჭერა რაში უნდა გამოიხატებოდეს სამინისტროსადმი – ეს არის სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილებები, რაც ჩვენ შემდეგ გვიადვილებს ხოლმე იმ დიდ შრომას, რომელსაც ვეწევით და ამიტომ, დიდი მადლობა ამისთვის“ – ამბობს წულუკიანი.