ინგრედიენტები
ვაშლი - 4 ცალი
კვერცხი - 4 ცალი
რძე - 200 მლ
გამდნარი კარაქი - 200 გრ
შაქარი - 200 გრ
ფქვილი - 350 გრ
გამაფხვიერებელი - 10 გრ
მომზადების წესები
ათქვიფეთ კვერცხი და დაამატეთ შაქარი. თქვიფეთ მანამ, სანამ ბოლომდე არ გაიხსნება შაქარი.
დაუმატეთ გამდნარი კარაქი, რძე, ფქვილი და გამაფხვიერებელი.
ათქვიფეთ მიქსერის მინიმალური სიჩქარით, სანამ კარგად არ შეზავდება ინგრედიენტები.
დაჭერით ვაშლი კუბიკებად და დაამატეთ ცომში.
საცხობ ფორმაზე მოათავსეთ ფოლგა და გადაიტანეთ მზა მასა.
გამოაცხვეთ 200 გრადუსზე 15 წუთის განმავლობაში.
ნამცხვარს შეგიძლიათ მოასხათ შოკოლადი ან შაქრის პუდრა მოაფრქვიოთ.