ქათმის მწვადი ბოსტნეულით

ქათმის მწვადი ბოსტნეულით

ინგრედიენტები

ქათმის ფილე - 1 კგ

ტკბილი წიწაკა, მწვანე - 2 ცალი

ტკბილი წიწაკა, წითელი - 2 ცალი

ტკბილი წიწაკა, ყვითელი - 2 ცალი

ხახვი - 1 თავი

ყაბაყი - 1 ცალი, პატარა ზომის

პომიდორი - 1 ცალი

მარინადისთვის:

სოიოს სოუსი - 3/4 ჭიქა

ძმარი - 2 ს/კ

შაქარი - 1 ს/კ

თაფლი - 1 ჩ/კ

ნიორი - 1 კბილი

კეტჩუპი - 2 ს/კ

მარილი

წითელი წიწაკა

მომზადების წესები

მარინადის ინგრედიენტები ავურიოთ. ხორცი დავჭრათ პატარა ზომის ნაჭრებად და მზა მარინადში გავაჩეროთ დაახლოებით 4 სთ.

ბოსტნეულიც იმავე ზომის ნაჭრებად დავჭრათ, როგორც ფილე და ავაგოთ ხის ჩხირებზე მონაცვლეობით.

ბარბექიუ მზადდება გრილზე ან ჩვენებურ მაყალზე, თუმცა გამოუვალ მდგომარეობაში შეგვიძლია ჩვეულებრივი ღუმელიც გამოვიყენოთ.