მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელი ბელა ჰადიდი პაპარაცებმა ნიუ-იორკში შენიშნეს. ვარსკვლავმა Alexander Wang-ის მაისური მოირგო, რასაც ბიკერ შორტები, Nike-ის სპორტული ფეხსაცმელები და ლუი ვიტონის ჩანთა შეუხამა.
შეგახსენებთ, რომ 30 აგვისტოს MTV Video Music Awards-ის დაჯილდოება გაიმართა, სადაც საღამოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნომინაცია (Tricon Awards) წარადგინა. უცოხური გამოცემები იუწყებიან, რომ კულისებში მზადების პროცესში მოდელი და მისი ყოფილი მეგობარი მამაკაცი The Weeknd ერთად შენიშნეს. როგორც აღნიშნავენ, წყვილს კარგი ურთიერთობა აქვს, თუმცა ტაბლოიდები არ გამორიცხავენ, რომ ვარსკვლავური წყვილი უცხოური გამოცემების სათავეში ახალი ინფორმაციით მალე აღმოჩნდნენ.