110 წლის ეკვადორელი ხულიო სეზარ მორა და მისი ცოლი, 104 წლის ვალდამინა კინტეროსი მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმულ წყვილად აღიარეს და გინესის რეკორდების წიგნში მოხვდნენ. ამის შესახებ Euronews-ი იუწყება.
მათ ერთმანეთი 1934 წელს გაიცნეს. მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა და 6 წლის შემდეგ ფარულად იქორწინეს, რადგან მშობლები კატეგორიულად წინააღმდეგები იყვნენ.
„ჩვენ არასდროს დავშორებულვართ. მსგავსი რამ თავშიც არ მოგვსვლია. ყოველთვის სიმართლე უნდა თქვათ, არასდროს მოიტყუოთ“- ამბობს ქალი.
რეკორდსმენ წყვილს 5 შვილი, 11 შვილიშვილი, 21 შვილთაშვილი და 9 შვილთაშვილის შვილი ჰყავს.