კალმარი სოკოთი და როზმარინით

კალმარი სოკოთი და როზმარინით

ინგრედიენტები

დამუშავებული კალმარის ხორცი - 5 ცალი

სოკო - 10 ცალი

ხახვი - 1 ცალი

თეთრი პური - 50 გრ

კარაქი - 70 გრ

ნიორი - 1 კბილი

ზეითუნის ზეთი - 5 სკ

როზმარინის ფოთლები, ნედლი - 10 ცალი

მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადების წესები

დაჭერით ნიორი და როზმარინის ფოთლები. დაამატეთ მარილი, პილპილი და ზეითუნის ზეთი. ეს მასა მოასხით კალმარს.

დაჭერით სოკო და ხახვი წვრილ ნაჭრებად. შემდეგ მოთუშეთ კარაქში. დაამატეთ გაზავებული კალმარის ხორცი და მოურით კარგად, 3 წუთის განმავლობაში. მოაყარეთ დაფშვნილი პური, მარილი და პილპილი გემოვნებით.

შემდეგ, მზა მასა მოათავსეთ კალმარის გულში. უმჯობესია გადაიტანოთ გრილზე და შეწვათ 5 წუთის განმავლობაში.