ილონ მასკი ტვინის ჩიპის ტექნოლოგიას წარადგენს

ილონ მასკი ტვინის ჩიპის ტექნოლოგიას წარადგენს

ტექნოლოგია, რომელზეც ილონ მასკის გუნდი მუშაობდა, შესაძლოა, უფრო ადრე გახდეს ხელმისაწვდომი, ვიდრე ეს თავდაპირველად გაცხადდა.

სრული დეტალი ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა თესლა-ს ხელმძღვანელმა თწიტტერ-ზე დაწერა, რომ ე.წ. Demo ვერსიაზე პარასკევს, 28 აგვისტოს ისაუბრებს.

ტექნოლოგია, Neuralink-ის მიზანია, ადამიანების და კომპიუტერების ერთმანეთთან დაკავშირება და ამ სტარტაპის მიზანია, ეს ჩიპის საშუალებით გააკეთოს.

ბატარეით აღჭურვილი ჩიპი თავის ქალაში ჩამონტაჟდება, ხოლო ელექტრონებს ტვინთან ძალიან ფრთხილად დააკავშირებენ.

ილონ მასკი ამ პროექტზე საუბრისას აცხადებდა, რომ ტექნოლოგიას ტვინის ნებისმიერ წერტილთან ექნება წვდომა, აქედან გამომდინარე მისი საშუალებით შესაძლოა, უსინათლოობიც განიკურნონ.