ინგრედიენტები
ბისკვიტი
კვერცხი - 6 ც
შაქარი - 180 გ
თბილი რძე - 120 მლ
ზეთი - 90 მლ
ფქვილი - 160 გ
ვანილი
კრემი
კარაქი ან მარგარინი - 300 გ
მოხარშული შესქელებული რძე - 1 ქილა
თაფლი - 2 სკ
ვანილი
ნიგოზი და ნუში
მომზადების წესები
კვერცხის გული და 80 გ შაქარი ათქვიფეთ, დაუმატეთ ვანილი, ზეთი და თბილი რძე. ბოლოს ჩაცერით ფქვილი და ამოურიეთ. გადააფარეთ სამზარეულოს ცელოფანი.
კვერცხის ცილა ამოიყვანეთ 100 გ შაქართან და მწიკვ მარილთან ერთად. ეს მასა დაუმატეთ ცომს. ამოურიეთ სილიკონის ან ხის კოვზით. 28X36 სმ ფორმისთვის ორი ფირფიტის მასალაა. გამოაცხვეთ 150 გრადუსზე 25-30 წუთით.
კარაქი ან მარგარინი ამოიყვანეთ მოხარშულ შესქელებულ რძესთან ერთად. დაუმატეთ თაფლი და ვანილი. ეს კრემი გადაანაწილეთ ფირფიტებზე. ნიგოზი ან/და ნუში გადაანაწილეთ ფენებს შორისა და ნამცხვრის თავზე.