ბრიტანელი მწერლის, აგათა კრისტის რომანი „ათი პატარა ზანგი" საფრანგეთში ახალი სახელწოდებით გამოვა - „ისინი ათნი იყვნენ“.
ანტირასისტული კამპანიის ფარგლებში სოციალურ ქსელებში შემოსული არაერთი მოთხოვნის შედეგად გამომცემლებმა რომანისთვის სხვა სახელის დარქმევა გადაწყვიტეს.
„ეს მსოფლიოში ცნობილი ბესთსელერია, რომლის 100 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა უკვე, რაც აგათა კრისტის გაყიდული რომანების 20%-ს შეადგენს. თავად წიგნში სიტყვა ზანგი ამოღებული იქნება“, - განაცხადა გამომცემლობა Livre de Poche-ის გენერალურმა დირექტორმა, ბეატრის დიუვალმა.
აგათა კრისტის შვილთაშვილმა, ჯეიმს პრიჩარდმა განაცხადა, რომ იმ პერიოდში, როდესაც აღნიშნული რომანი დაიწერა, ენა სულ სხვანაირი იყო.
„ორიგინალური სახელწოდება ამერიკაში არასდროს გამოყენებულა, ხოლო დიდ ბრიტანეთში 80-იან წლებში შეიცვალა. ახლა კი ყველგან ვცვლით რომანის სახელწოდებას. არ უნდა გამოვიყენოთ ისეთი ტერმინები, რომელმაც ვინმეს შეიძლება გული ატკინოს“, - განაცხადა მან.
აგათა კრისტის აღნიშნული რომანი 1939 წელს გამოიცა სახელწოდებით „თენ Lიტტლე Nიგგერს“ (ათი პატარა ზანგი). აღსანიშნავია, რომ აშშ-ში იგი სხვა სახელწოდებით გამოიცა - „Aნდ თჰენ თჰერე ჭერე Nონე“ (და არავინ დარჩა).