კრიშტიანუ რონალდო და ჯორჯინა როდრიგესი დაინიშნნენ?

კრიშტიანუ რონალდო და ჯორჯინა როდრიგესი დაინიშნნენ?

ჯორჯინა როდრიგესმა და კრიშტიანუ რნალდუმ ნიშნრობის შესახებ ჭორებს სათავე მას შემდეგ დაუდეს, რაც სოციაურ ქსელებში უახლესი კადრები გამოაქვეყნეს. "დიახ",- სწორედ ასე დაასათაურა როდრიგესმა ახალი ფოტო, რომელზეც საყვარელ მამაკაცთან ერთად ფიგურირებს. იგივე კადრი გამოაქვეყნა თავად სპორტსმენმაც, "ჩემი სიყვარული,"- დაწერა მან.

გამომწერები დარწმუნებული არიან, რომ ჯორჯინიას თითზე არსებული ბეჭედი ნიშნობისაა და ამჯერად ისინი ნამდვილად აძლევენ ურთიერთობას ოფიციალურ სახეს.

შეგახსენებთ, რომ წყვილმა ერთმანეთი 2016 წელს გაიცნო, როცა ჯორჯინა Gუცცი-ს ერთ-ერთ ბუტიკში კონსულტანტად მუშაობდა. მათ უკვე სამი საერთო შვილი ჰყავთ - 10 წლის კრიშტიანუ უმცროსი და სამი წლის წყუპები -ევა და მატეო.