უკვე რამდენიმე წელია ბრიტნი სპირსი სასამართლოს ძალით ცდილოობს საკუთარი ქონების პასუხისმგებლობის დაბრუნებას, თუმცაღა უშედეგოდ. როგორც ცნობილია, მომღერლის ფინანსებს მთლიანად მამა განაგებს და რამდენიმე კვირის წინ, სპირსმა ჯეიმსისთვის ამ უფლების წართმევა კიდევ ერთხელ გადაწყვიტა.
თუმცაღა, სასამართლომ ამჯერადაც მამის მხარე დაიჭირა, რისი მთავარი მიზეზიც სპირსის ფსიქიკური მდგომარეობაა. გადაწყვეტილება ძალაში 2021 წლამდეა, შესაბამისად, მომღერლის დაცვის მხარე სარჩელს კიდევ ერთხელ შეიტანა.