ინდოეთში მწვრთნელმა გუნდიდან გაშვებიდან 7 წლის შემდეგ თავისი ყოფილი ფეხბურთელები გაძარცვა

ინდოეთში მწვრთნელმა გუნდიდან გაშვებიდან 7 წლის შემდეგ თავისი ყოფილი ფეხბურთელები გაძარცვა

ინდოეთში მწვრთნელმა გუნდიდან გაშვებიდან 7 წლის შემდეგ თავისი ყოფილი ფეხბურთელები გაძარცვა. ამის შესახებ NDTV იუწყება.

ქვეყნის მესამე დივიზიონში მოასპარეზე „დელი იუნაიტედის“ ფეხბურთელები „ჯავაჰარლარ ნერუს“ სტადიონზე გამართული მატჩის შემდეგ გასახდელში შევიდნენ და 12 მათგანის მობილური ტელეფონები და საფულეები წაღებული დახვდათ.

„გასახდელს ორი გასაღები ჰქონდა. ერთი ჩვენ გვქონდა, მეორე კი საფეხბურთო ასოციაციის ოფისში დარჩა. როდესაც გასახდელში დავბრუნდით, კარები გატეხილი არ ყოფილა, ჩემი გასაღები ჯიბეში მქონდა, საფეხბურთო ასოციაციის წარმომადგენლებმა სტადიონი კი უკვე დატოვეს“, - ამბობს „დელი იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი.

გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერებზე პოლიციამ საეჭვო პირი დააფიქსირა, ამის შემდეგ მოპარული ტელეფონების სიგნალებზე თვალთვალი დაიწყო და ძარცვიდან 6 თვეში პოლიციამ ეჭვმიტანილი დააკავა. ის აღმოჩნდა შეჰარ პატაკი, რომელიც ამავე სტადიონზე 2011-2013 წლებში მწვრთნელად მუშაობდა. პატაკი გუნდიდან იმის გამო გაათავისუფლებს, რომ ის ვარჯიშებზე სისტემატურად აგვიანებდა. პატაკი მომხდარში ფეხბურთელებს ადანაშაულებდა, რამდენი მათგანი კი ახლა სწორედ „დელი იუნაიტედში“ ასპარეზობს.

გამოძიების მტკიცებით, მან გადაწყვიტა, თავის ყოფილ ფეხბურთელებზე შური ეძია - გაარკვია, როდის უწევდა „დელი იუნაიტედს“ „ჯავაჰარლარ ნერუს“ სტადიონზე თამაში, შემდეგ კი ნაცნობ გასახდელში ადვილად შეაღწია და 12 ფეხბურთელის ტელეფონები და საფულეები წაიღო. ყოფილმა მწვრთნელმა დანაშაული უკვე აღიარა.