Red Hot Chili Peppers-ის ყოფილი გიტარისტი, ჯეკ შერმანი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„ის უნიკალური პიროვნება იყო და გვინდა მადლობა გადავუხადოთ ყველაფრისთვის“, - ნათქვამია ჯგუფის ოფიციალურ ტვიტში.
შერმანი ვარსკვლავურ ჯგუფში 1983-84 წლებში მოღვაწეობდა და ასევე მონაწილეობას იღებდა მე-2 ალბომისთვის სიმღერების დაწერაში.
მან 1983 წელს, ჯგუფში გიტარისტი ჰილელ სლოვაკი შეცვალა, რომელიც ბენდში 1985 წელს დაბრუნდა.
სიკდილის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.