ამერიკელი მომღერალი ბილი აილიში სიტყვით გამოვიდა დემოკრატიული პარტიის ეროვნულ ყრილობაზე და მოუწოდა ამერიკელებს, საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმა დემოკრატების კანდიდატს, ჯო ბაიდენს მისცენ. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
„თქვენ უჩემოდაც ხვდებით, რომ ქვეყანაში არეულობაა. დონალდ ტრამპი ანადგურებს ჩვენს ქვეყანასა და ყველაფერს, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. გვჭირდება ისეთი ლიდერები, რომლებიც კლიმატის ცვლილებისა და კორონავირუსის პრობლემებზე თვალს კი არ დახუჭავენ, არამედ მოძებნიან მათი მოგვარების გზებს. ლიდერები, რომლებიც სისტემურ რასიზმსა და უთანასწორობას შეებრძოლებიან. ყველაფერი იწყება იმ ადამიანისთვის ხმის მიცემით, რომელმაც იცის, რა უნდა გააკეთოს და ჰყავს გარშემო ადამიანები, რომლებსაც ჩვენი ფასეულობების სჯერათ. ყველაფერი იწყება დონალდ ტრამპის წინააღმდეგ და ჯო ბაიდენის სასარგებლოდ ხმის მიცემით. დუმილი გამოსავალი არაა, გულხელდაკრეფილი ვერ ვიჯდებით. ამ კენჭისყრაზე ჩვენი სიცოცხლეა დამოკიდებული. ერთადერთი საშუალება, გვქონდეს მომავლის რწმენა - არის ამ მომავლის საკუთარი ხელით შექმნა. გთხოვთ, მიიღონ მონაწილეობა არჩევნებზე“, - განაცხადა ბილი აილიშმა.
საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში 3 ნოემბერს გაიმართება.