აშშ-ში, პენსილვანიის შტატში მცხოვრები კატა ჯორდანს უჩვეულო ჰობი აქვს - ის ფეხსაცმელს იპარავს. ამის შესახებ Bored Panda წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მან თავისი მფლობელის, ბი ჯეი როსის სახლში ფეხსაცმლის ნამდვილი საწყობი მოაწყო. ქალმა Facebook-ზე სპეციალური ჯგუფიც კი შექმნა, რომელშიც ნაქურდალის ფოტოებს აქვეყნებს და მათ მფლობელებს ეძებს.
ბის თქმით, კატა სანადიროდ ღამე მიდის და სახლში ყოველთვის ფეხსაცმლით ბრუნდება.