იტალიაში, რომის ზოოპარკის თანამშრომლები ცხოველებს ცხელი ზაფხულის გადატანაში ეხმარებიან. ამის შესახებ Euronews იუწყება.
კერძოდ, ზოოპარკის ბინადრებს, სიცხით გამოწვეული დისკომფორტის დასაძლევად გაყინულ ხილსა და ტკბილეულს აჭმევენ.
რომის ხელისუფლების ადმინისტრაციამ, ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო მეტეოგანგაშის დონე მაქსიმუმამდე ასწია. ქალაქში მაღალი ტემპერატურა კვირის ბოლომდე შენარჩუნდება.