მომღერალმა ჯენიფერ ლოპესმა და მისმა მეუღლემ, ბეისბოლის ყოფილმა მოთამაშემ, ალექს როდრიგესმა მაიამიში 40 მილიონ დოლარად ახალი სახლი შეიძინეს. ამის შესახებ გამოცემა TMZ წერს.
გამოცემის ინფორმაციით, სახლი ე.წ. ვარსკვლავთა კუნძულზე მდებარეობს, სადაც უძრავ ქონებას მხოლოდ ცნობილი ადამიანები და გავლენიანი ბიზნესმენები ფლობენ.
40 ათას კვადრატული მეტრის ფართობზე განლაგებულ სახლს 10 საძინებელი, 12 საპირფარეშო, საცურაო აუზი, ლიფტი და ბიბლიოთეკა აქვს.