კრიშტიანუ რონალდუ და მისი საცოლე შვებულებას მდიდრულ იახტაზე ატარებენ

კრიშტიანუ რონალდუ და მისი საცოლე შვებულებას მდიდრულ იახტაზე ატარებენ

ტურინის „იუვენტუსის“ პორტუგალიელი ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ და მისი საცოლე, მოდელი ჯორჯინა როდრიგესი შვებულებას მდიდრულ იახტაზე ატარებენ. პაპარაცების მიერ გადაღებული ფოტოები გამოცემა Daily Mail-მა გამოაქვეყნა.

გამოცემის ინფორმაციით, წყვილი საფრანგეთში, ლაჟვარდოვანი ნაპირზე, სენ-ტროპეში ისვენებს. შვებულებისთვის რონალდუმ 6 მილიონი ევროს ღირებულების იახტა დაიქირავა.