ინგლისელმა მეცნიერებმა დინოზავრის აქამდე უცნობი სახეობა აღმოაჩინეს

ინგლისელმა მეცნიერებმა დინოზავრის აქამდე უცნობი სახეობა აღმოაჩინეს

ინგლისში დინოზავრის აქამდე უცნობის სახეობა აღმოაჩინეს, რომელიც ტირანოზავრ რექსის მონათესავეა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

ტელეარხის ცნობით, აღმოჩენა საუთჰემპტონის უნივერსიტეტის პალეონტოლოგებმა გააკეთებს. ისინი გასულ წელს, სოფელ შანკლინთან ნაპოვნ 4 ძვალს რამდენიმე თვის განმავლობაში სწავლობდნენ და დაადგინეს, რომ ისინი მეცნიერებისთვის აქამდე უცნობ სახეობის წარმომადგენელს ეკუთვნოდა.

ცხოველის სიგრძე სავარაუდოდ 4 მეტრი იყო, ის ორ ფეხზე გადაადგილდებოდა და დაახლოებით 115 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა. მეცნიერებმა მას Vectaerovenator inopinatus-ი დაარქვეს.