ამერიკელი ქალის მართვის მოწმობაზე მისი ფოტოს ნაცვლად ცარიელი სკამის ფოტო აღმოჩნდა. ამის შესახებ გამოცემა New York Post-ი წერს.
ტენესის შტატის მკვიდრმა, ჯეიდ დოდმა ახალი მართვის მოწმობა მიიღო და აღმოაჩინა, რომ მოწმობაზე მისი ფოტოს ნაცვლად ცარიელი სკამის ფოტო იყო დატანილი.
ჯეიდის განცხადებით, შესაბამისმა უწყებამ შეცდომა მალევე გამოასწორა, თუმცა მეგობრები და კოლეგები ამ ფაქტმა ძალიან გაახალისა.
„როდესაც სამსახურში მივედი, უფროსმა ცარიელი სკამისკენ გაიშვირა ხელი და მითხრა - კარგი ხნის მოსული მეგონე და დილით ხელიც კი დაგიქნიეო“, - ყვება ჯეიდი.