32 წლის დიზაინერი და მომღერალი - რიანა ამჯერად საზოგადოების კრიტიკის ობიექტი საკუთარი კოსმეტიკური პროდუქციის რეკლამის დროს გახდა. საქმე იმაშია, ვარკვლავმა Harper's Bazaar-ისთვის სილამაზის ღამის რუტინა ჩაწერა, რომელშიც ასევე ისაუბრა საკუთარი ხაზის - Fenty Skin-ის პროდუქციაზე.
როგორც კადრებიდან ჩანს, მომღერალი მაყურებლის წინაშე უმაკიაჟოდ გამოჩნდა და რაღა თქმა უნდა, საზოგადოების ნაწილისგან კრიტიკაც დაიმსახურა, "სად წავიდა სილამაზე? ალბათ წყალთან ერთად ქრება,"- დაწერა ერთ-ერთმა უკმაყოფილო გამომწერმა სოციალურ ქსელში.