Netflix-ის მაყურებელი პრინცესა დიანას შესახებ მიუზიკლს ბროდვეიზე პრემიერამდე ადრე ნახავს. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ეს პირველი შემთხვევაა, როცა მიუზიკლი მცირე ეკრანზე თეატრალურ პრემიერამდე მოხვდება. მიუზიკლის ტელე-ვერსიას ნიუ-იორკში, მაყურებლის გარეშე ჩაწერენ. ამის მიზეზი კი პანდემია გახდა. კორონავირუსის გამო ბროდვეიზე ყველა თეატრი დაკეტილია და ექსპერტების თქმით, წლის ბოლომდე არ გაიხსნება.
მიუზიკლის პრემიერა, რომელიც ბრიტანეთის პრინცესა დიანას ცხოვრებაზეა დაფუძნებული, ბროდვეიზე მარტში უნდა შემდგარიყო. დიანას როლს ჯინა დე ვაალი შეასრულებს, პრინც ჩარლზს კი რო ჰარტრამფი განასახიერებს.