სახლი, რომელშიც ბრედ პიტი და ჯენიფერ ენისტონი ცხოვრობდნენ $32,5 მილიონად გაიყიდა. ამის შესახებ ET Canada წერს.
წყვილი 2000 წელს დაქორწინდა და 1934 წელს აშენებული სახლი, რომელიც კალიფორნიაში მდებარეობს, 2001 წელს $13,5 მილიონად იყიდეს. 2006 წელს, განქორწინებიდან ერთი წლის შემდეგ, სახლი $28 მილიონად გაყიდეს.
გასულ წელს ცნობილი გახდა, რომ სახლი უძრავი ქონების ბაზარზე დაბრუნდა. გასაყიდი ფასი $56 მილიონი იყო, მარტში ფასი $44 მილიონამდე შემცირდა. ბოლოს კი სახლი $32,5 მილიონად გაიყიდა. ეს გაორმაგებული ფასია იმასთან შედარებით, რაც უძრავ ქონებაში 20 წლის წინ ბრედ პიტმა და ჯენიფერ ენისტონმა გადაიხადეს.