გერმანიაში მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული ზარმაცა მოკვდა. პაულა ქალაქ ჰალეში მდებარე ზოოპარკის ბინადარი იყო. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
ცხოველი ბოლო პერიოდში ავადმყოფობდა და ჭამაზე უარს ამბობდა, რის გამოც ის დააძინეს. ზარმაცას ზუსტი ასაკი უცნობია. ის გაიანადან გერმანიაში 1971 წელს ჩაიყვანეს. თავდაპირველად ფიქრობდნენ, რომ ის მამრობითი სექსის იყო და პაული შეარქვეს, 1990-იან წლებში გაირკვა, რომ ის მამრია, რის შემდეგაც პაული პაულა გახდა.
ცხოველი გინესის რეკორდების წიგნშიც მოხვდა, როგორც მსოფლიოში ყველაზე ხანდდაზმული ზარმაცა.