მეცნიერებმა თანამგზავრის დახმარებით ანტარქტიდაზე საიმპერატორო პინგვინების მრავალრიცხოვანი კოლონიები აღმოაჩინეს. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ანტარქტიკის შესწავლის ბრიტანულმა ცენტრმა ამისთვის ევროპული სატელიტი Sentinel-2 გამოიყენა, რომელმაც პინგვინების ბინადრობის აქამდე უცნობი კვალის საძიებლად კონტინენტის ზედაპირის სკანირება განახორციელა. კოსმოსიდან გაკეთებულ ფოტოებზე მათ ყინულზე პინგვინების განავლის (გუანო) ფართო ლაქებით აფიქსირებენ.
ახალი ფოტოების დახმარებით მეცნიერებმა 8 ახალი კოლონია აღმოაჩინეს და მანამდე ნაპოვნი კიდევ სამის არსებობა დაადასტურეს. შედეგად, საიმპერატორო პინგვინების პოპულაცია 5-10%-ით გაიზარდა და მათი რაოდენობა უკვე 278, 5 ათას რეპროდუქტიულ წყვილს შეადგენს. თუმცა ახალი კოლონიები ისეთი რეგიონებშია, სადაც ყინულის საფარი არასტაბილურია, რამაც პოპულაციას შესაძლოა საფრთხე შეუქმნას.
სპეციალისტების თქმით, ეს სასიხარულო ამბავია, რადგან 21-წ საუკუნეში ეს ფრინველები რეგიონში დათბობის გამო საფრთხის ქვეშ აღმოჩნდნენ. მათი ცხოვრება მჭიდროდ ყინულთან არის დაკავშირებული, რომლის ფართობიც მომდევნო ათწლეულში შემცირდება. ერთ-ერთი პროგნოზის მიხედვით, 2100 წლისთვის საიმპერატორო პინგვინების პოპულაცია ორჯერ შემცირდება.