იტალიაში ტურისტმა მუზეუმში ფოტოს გადაღებისას მე-19 საუკუნის ქანდაკება დააზიანა

იტალიაში ტურისტმა მუზეუმში ფოტოს გადაღებისას მე-19 საუკუნის ქანდაკება დააზიანა

იტალიაში, ანტონიო კანოვას მუზეუმში ვიზიტორმა შემთხვევით ქანდაკება დააზიანა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფომრაციით, ტურისტმა კანოვას „გამარჯვებულ ვენერასთან“ ფოტოს გადაღება გადაწყვიტა და პიედესტალზე დაჯდა. ადგომისას კი შეამჩნია, რომ მე-19 საუკუნის თაბაშირის ფიგურას ფეხზე თითი მოსძვრა. ამის შესახებ მან არავის შეატყობინა და მუზეუმი დატოვა.

მოგვიანებით ქალაქ პოსანიოს პოლიციამ ვიზიტორის ვინაობა დაადგინა - ის ავსტრიელი ტურისტი აღმოჩნდა. უცნობია ელის თუ არა მას რაიმე სასჯელი.