ბრიტანელმა მხატვარმა, საშა ჯაფრიმ, რომელიც დუბაიში სასტუმრო „ატლანტიდაში“ 8 კვირაა, თვითიზოლაციაშია, რეკორდული ზომის ნამუშევრის შექმნა დაიწყო, - ამის შესახებ Euronews-ი წერს.
ნახატის, სახელწოდებით „ჩვენ ერთად ვართ – ჰუმანურობით შთაგონებული“ გაყიდვიდან შემოსული თანხა საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება.
ტილოს სიგრძე 110 მეტრი, სიგანე კი 28 მეტრია. დასრულების შემდეგ ნამუშევარი, 48 საათის განმავლობაში, არქიტექტურულ კომპლექს თჰე Dუბაი Fრამე-ზე განთავსდება.
საშა ჯაფრის ნახატები ლეონარდო დიკაპრიოს, მადონასა და ბარაკ ობამას კოლექციებშია.