სინდი კროუფორდი ქალიშვილისა და კარა დელევინის შესაძლო “სასიყვარულო ურთიერთობაზე” ნერვიულობს?

სინდი კროუფორდი ქალიშვილისა და კარა დელევინის შესაძლო “სასიყვარულო ურთიერთობაზე” ნერვიულობს?

54 წლის სუპერმოდელი სინდი კროუფორდი საკუთარი ქალიშვილის მდგომარეობაზე ღელავს.

ინფორმაციას უცხოური ტაბლოიდები ავრცელებენ, საქმე იმაშია, რომ 27 წლის ინგლისელი მოდელი კარა დელევინი პაპარაცებმა რამდენიმე კვირის წინ ლოს ანჯელესში Hall Of Justice-თან გამართულ Black Lives Matter აქციაზე 18 წლის მოდელ და სინდი კროუფორდის ქალიშვილ კაია გერბერთან ერთად შენიშნეს.

მიუხედავად იმისა, რომ გოგონები მეგობრობენ და მათ შორის არსებულ არანაირ ურთიერთობას არ აღიარებენ, უცხოური გამოცემები მათ შესახებ გამუდმებით საუბრობენ.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს კაია პიტ დევიდსონს ხვდებოდა, წყვილის ურთიერთობის წარუმატებულობას კი საზოგადოების ნაწილი დღემდე სინდი კროუფორდს აბრალებს.