ცნობილი ამერიკელი პიანისტი, ლეონ ფლეიშერი გარდაიცვალა

ცნობილი ამერიკელი პიანისტი, ლეონ ფლეიშერი გარდაიცვალა

ცნობილი ამერიკელი პიანისტი, ლეონ ფლეიშერი, რომელმაც სახელი კომპოზიციების მხოლოდ მარცხენა ხელით შესრულებით გაითქვა, გარდაიცვალა, - ამის შესახებ BBC წერს.

ფლეიშერმა ფორტეპიანოზე დაკვრა 4 წლის ასაკში დაიწყო, თუმცა მარჯვენა ხელის ტრავმის გამო, იძულებული გახდა, ათწლეულების განმავლობაში, კომპოზიციები ცალი ხელით შეესრულებინა. ხანგრძლივი თერაპიის შემდეგ, 1995 წელს შეძლო, დაკვრისთვის ორივე ხელი გამოეყენებინა.

პიანისტი 1928 წელს, სან-ფრანცისკოში, ემიგრანტი ევროპელების ოჯახში დაიბადა. 9 წლის იყო, როცა ცნობილმა პიანისტმა, არტურ შნაბელმა მოსწავლედ მიიწვია, 16 წლის ასაკში კი, მისი დებიუტი ნიუ-იორკის ორკესტრთან შედგა.

ლეონ ფლეიშერი სიმსივნით გარდაიცვალა.