ილონ მასკი ვარაუდობს, რომ ეგვიპტის პირამიდები უცხოპლანეტელებმა ააშენეს

ილონ მასკი ვარაუდობს, რომ ეგვიპტის პირამიდები უცხოპლანეტელებმა ააშენეს

ეგვიპტელები მილიარდერ ილონ მასკს ქვეყანაში ეპატიჟებიან, რათა დაარწმუნონ, რომ პირამიდები უცხოპლანეტელებს არ აუშენებიათ. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ამის საბაბი SpaceX-ის ხელმძღვანელის ტვიტი გახდა, რომელშიც მან ერთ-ერთ გავრცელებულ შეთქმულების თეორიას დაუჭირა მხარი.

„პირამიდები უცხოპლანეტელებმა ააშენეს, ცხადია“, - დაწერა მასკმა.

ტვიტს ეგვიპტეს საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრი გამოეხმაურა. მისი თქმით, თუ მასკი ქვეყანაში ჩავა და პირამიდების მშენებლების სამარხებს ნახავს, დარწმუნდება, რომ ნაგებობები ადამიანის შექმნილია.

მას ექსპერტებიც ეთანხმებიან და აზუსტებენ, რომ სამარხები 1990-იან წლებში აღმოაჩინეს. ცნობილმა არქეოლოგმა, ზაჰი ჰავასსმა მასკის სიტყვებს „სრული ჰალუცინაცია“ უწოდა.

„პირამიდების მშენებლების სამარხები მე აღმოვაჩინე და ისინი ამტკიცებენ, რომ ეს ადამიანები ეგვიპტელები იყვენენ, თანაც არა მონები“, - განაცხადა ჰავაასმა

მოგვიანებით მასკმა BBC History-ს ვებგვერდის მისამართი გააზიარა, რომელზეც პირამიდების მშენებლების ცხოვრება არის აღწერილი.

„BBC-ს ეს სტატია ლოგიკურად აღწერს როგორ გააკეთეს ეს ყველაფერი“, - დაწერა მასკმა.