ჯოან როულინგი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მდიდარი თანამედროვე მწერალია. მან ნამდვილად იცის, როგორ მივაღწიოთ წარმატებას. როულინგი რჩვევებს თავის ტვიტერის გვერდზე გვიზიარებს.
„ჩემთვის რომ ეთქვათ: „თუ რაიმეზე მუშაობ და ფიქრობ, რომ ამას არავინ წაიკითხავს, უყურებს და მოისმენს. საქმე ბოლომდე მაინც მიიყვანე!“ - ბედნიერი ვიქნებოდი. ეს სიმართლეა. თუ თქვენი ნაშრომი თავის აუდიტორიას ვერ იპოვნის, თქვენ იმას მაინც ისწავლით, რისი სწავლაც სხვა გზით შეუძლებელია.“
„თუ თქვენი ნაშრომი ყურადღების გარეშე დარჩება, ეს არ ნიშნავს, რომ ის ცუდია. დისციპლინა, საქმის ბოლომდე მიყვანა და შრომა-აი რატომ უნდა იამაყოთ საკუთარი თავით!“
„როცა ნაწერს ასრულებთ, მიხვდებით, რომ ამის გაკეთება კიდევ შეგიძლიათ. ეს შთამაგონებელი გრძნობაა. ამიტომაც, არასოდეს მიაგდოთ საქმე და უარის მიღების არ გეშინოდეთ.“
„შეიძლება თქვენი მეორე, მესამე, მეხუთე წიგნი ან სიმღერა გახდეს წარმატებული, მაგრამ ამას ვერ გაიგებთ, თუ პირველი არ შექმენით.“
ჯოანის გამომწერები სიხარულით ხვდებიან მის ყოველ მომდევნო სამოტივაციო ტვიტს და თავიანთ წარუმატებლობებს თამამად უზიარებენ მწერალს.