29 წლის მომღერალი, რიტა ორა სოციალურ ქსელში დიდი აქტიურობით გამოირჩევა. ინსტაგრამზე ის ხშრად ავქეყნებს სხვადასხვა ფოტოებსა და მის იმიჯს გამომწერებს უზიარებს. რიტა შესანიშნავ ფორმაშია ამიტომ მისი გამოჩენისას ის ფანებს იმედებს არასოდეს უცრუებს და გამონაკლისი არც უაკანასკნელი შემთხვევა გამხდარა, როდესაც რიტამ ახალი ფოტოები განათავსა.
რიტა ახლა იბიცაზე იმყოფება და როგორც ჩანს დროს არაჩვეულებრივად ატარებს. მის ახალ ფოტოებში ის იახტაზე პოზირებს და შესანიშნავად გამოიყურება.მომღერალი ბრენდ Hunza G-ს საცურაო კოსტუმით პოზირებს, რომლის ღირებულება 135 ფუნტს შეადგენს. იმიჯის სრულყოფილებაში მოსაყვანად მან ოქროს აქსესუარები შეარჩია.