ამერიკელი მომღერლის, ტეილორ სვიფტის ახალმა ალბომმა Folklore რამდენიმე რეკორდი დაამყარა.
Variety-ს ინფორმაციით, გამოსვლიდან 24 საათში მსოფლიოში ალბომის 1,3 მილიონი ასლი გაიყიდა. Folklore-ი ასევე რეკორდსმენი გახდა სერვისს Spotify-ზე ქალ-შემსრულებელთა შორის მოსმენებით - 80,6 მილიონი. კიდევ ერთი რეკორდი ჩანაწერმა Apple Music-ზე დაამყარა. ის 24 საათში ყველაზე პოპულარული ალბომი გახდა და 35 მილიონი მოსმენა დააგროვა.
სვიფტმა Folklore-ი 24 ივლისს გამოუშვა. ალბომში 16 მუსიკალური კომპოზიციაა შესული.