ორი ოსკარის მფლობელი მსახიობი ტომ ჰენქსი და მისი ცოლი, მსახიობი რიტა უილსონი საბერძნეთის საპატიო მოქალაქეები ოფიციალურად გახდნენ.
ინფორმაციას Instagram-ზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი კირაკოს მიცოტაკისი ავრცელებს.
2019 წლის ბოლოს საბერძნეთის პრეზიდენტმა პროკოპის პავლოპოლუსმა გამოსცა ბრძანება, ტომ ჰენქსისა და მისი ცოლისთვის საბერძნეთის მოქალაქეობის მინიჭების შესახებ.
მისი თქმით, ტომ ჰენქსს ეს ქვეყანა უყვარს და პატივს სცემს, ამიტომ საბერძნეთის საპატიო მოქალაქეობას იმსახურებს.