AMC-მ პოპულარული ტელესერიალის „მოსიარულე მკვდრების“ მეათე სეზონის ფინალური სერიის პრემიერის თარიღი დაასახელა. ამის შესახებ Just Jared-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ეპიზოდი AMC-ს ეთერში კვირას, 4 ოქტომბერს გავა. მისი დასრულების შემდეგ კი ეთერში შოუს მეორე სპინ-ოფის The Walking Dead: World Beyond პრემიერა შედგება.
სეზონის პრემიერა ჯერ კიდევ გაზაფხულზე უნდა შემდგარიყო, თუმცა პანდემიის გამო ტექნიკურმა ჯგუფმა ეპიზოდზე მუშაობის დასრულება ვერ მოასწრო. ამასთან, ცნობილი გახდა, რომ კომპანიამ სეზონის გახანგრძლივება გადაწყვიტა. 2021 წელს ეთერში კიდევ 6 ეპიზოდი გავა, შედეგად, მეათე სეზონი სერიალის ყველაზე გრძელი ნაწილი გახდება და მასში 22 სერია იქნება.
მეთერთმეტე სეზონის პრემიერა კი უკვე 2021 წლის ბოლოს შედგება.