ჟიზელ ბიუნდჰენმა 40 წლის იუბილეზე 40,000 ხის დარგვის პირობა დადო

ჟიზელ ბიუნდჰენმა 40 წლის იუბილეზე 40,000 ხის დარგვის პირობა დადო

ბრაზილიელი მოდელი ჟიზელ ბიუნდჰენი 20 ივლისს 40 წლის გახდა. ვარსკვლავს კარიერული საქმიანობის განმავლობაში "ვოგის" 140 გარეკანი აქვს დამშვნებეული. ის 2001 წლიდან მოყოლებული ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელია, მან 2007 წელს გასართობი ინდუსტრიის სიაში ყველაზე მდიდარ ქალბატონებს შორის მეთექვსმეტე ადგილი დაიკავა.

იუბილის აღსანიშნავად ჟისელ ბიუნდჰენმა მიზნად დაისახა მსოფლიოს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება და 40.000 ხის დარგვა. მან სოციალური ქსელის საშუალებით ოჯახის წევრებს, მეგობრებს, გამომწერებს და უბრალოდ უცნობ ადამიანებს მიმართა და აღნიშნული საქმის სისრულეში მოყვანისთვის დახმარება და ჩართულობა სთხოვა.