აშშ-ში, კანზასის შტატში ივლისის დასაწყისში გაუჩინარებული ძაღლი თავისი პატრონის ძველ სახლში იპოვეს. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, 4 წლის ლაბრადორი - კლიო 12 ივლისს დაიკარგა, რამდენიმე დღეში კი თავის ძველ სახლთან, მისურის შტატში იპოვეს. ცხოველმა 80 კილომეტრი გაიარა.
კლიოს ოჯახი მისურიდან კანზასში 2 წლის წინ გადაბარგდა. სახლის ახალმა მფლობელებმა ძაღლი ვეტერინართან მიიყვანეს, მიკროჩიპის სკანირების შემდეგ კი კლიოს პატრონს დაუკავშირდნენ. მისთვის გაუგებარია, როგორ მოახერხა ძაღლმა ასეთი ხანგრძლივი მოგზაურობა, რადგან გზად მდინარის და რამდენიმე გზატკეცილის გადაკვეთა მოუწევდა.აშშ-ში დაკარგული ძაღლი თავის ძველ სახლში იპოვეს. მან 80 კილომეტრი გაიარა.