ოლიმპიურმა ჩემპიონმა, კანადელმა მოციგურავემ გებრიელ დეილმანმა სილამაზის კონკურსში „მის ონტარიო“ გაიმარჯვა.
ამის შესახებ დეილმანმა Instagram-ზე დაწერა.
ახლა დეილმანი 2020 წლის „მის კანადის“ ტიტულისთვის იბრძოლებს. ნოემბერში დაგეგმილ კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში კი ოლიმპიური ჩემპიონი თავის ქვეყანას „მის მსოფლიოს“ კონკურსზე წარადგენს.
ოლიმპიური თამაშების ოქროს მედალი დეილმანმა 2018 წელს, ფიონჩანგის ოლიმპიადაზე მოიპოვა, 2017 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე კი ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.