ზურაბ აბაშიძე გრიგორი კარასინთან შეხვედრის შედეგებს აფასებს. პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში აცხადებს, რომ შეხვედრამ საქმიან ვითარებაში ჩაიარა. საუბარი შეეხო ჰუმანიტარული, კულტურული, სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობებისა და რეგულარული ავია რეისების აღდგენას. დაიგეგმა მომდევო შეხვედრაც, მაგრამ ზუსტი თარიღი ჯერ ცნობილი არ არის. ზურაბ აბაშიძე არ გამორიცხავს, რომ შეხვედრების ფორმატი გადაიხედოს და პირისპირ შეხვედრების ნაცვლად, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში წარიმართოს.