საპატრულო პოლიცია მუშაობის ახალ სტანდარტზე გადადის. შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, ამიერიდან დედაქალაქში სამოცდათექვსმეტის ნაცვლად 116 ეკიპაჟი განახორციელებს პატრულირებას. პოლიცია გააკონტროლებს არა მხოლოდ ცენტრალურ გზებს, არამედ შიდა ქუჩებზე არსებულ ვითარებას.