გონიოში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად პროსტიტუციის ბიზნესში ჩართული ორგანიზებული ჯგუფი დააკავეს. გვიან ღამით ჩატარებული ოპერაციის შედეგად, სასტუმრო "ოცნებიდან" სამართალდამცველებმა 20-მდე ქალი და რამდენიმე მამაკაცი აიყვანეს. მათგან 5 დააკავეს და ხელვაჩაურის რაიონის პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს. დაკავებულთაგან 2 ქალი საქართველოს მოქალაქეა, მამაკაცები კი თურქეთის მოქალაქეები არიან. საქმესთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით მიმდინარეობს.