სრულიად შემთხვევით ეს წერილი ხელში ჩამივარდა. ვათარგმნინე და უცვლელად გთავაზობთ (სტილი, თუ არ ჩავთვლით შორისდებულებს, სიტყვების ისეთ თამაშს, რაც არ ითარგმნება და მკვეთრ გამოთქმებს, მაგ. „მაგის დედაც ჯონ!“ და სხვ.დაცულია)
ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი, სენატორ ჯონ მაკკეინს,
ღრმად პატივცემულო სენატორო,
ძვირფასო სერ,
უდიდესი გულისტკივილით გაუწყებთ, რომ თქვენი შვილობილი - მისტერ ჩოყლაყი ძლიერ ავადაა. მძიმე დიაგნოზი ეჭვს აღარ იწვევს: ქრონიკული პოლიტიკური ტრაწი უკიდურეს მდგომარეობამდე გაუმწვავდა. ჰიპერრეაქტიულ ფორმაში, ბოლო სტადიაზე გადაუვიდა, სერ! ვერაფრით ვეღარ ვუკავებთ, სერ! უარესიც, მის გარემოცვაში ყოფნა საშიში ხდება: ერთი კვირაა იძულებულნი ვართ, კედელ–კედელ ფრთხილად ვატაროთ, რადგან, საიდუმლოდ გეტყვით სერ, წინა შაბათს დერეფანში მის უკან მყოფი ათიოდე ადამიანი გვარიანად გაწუწა! ძალზე პატივსაცემი ადამიანები, სერ, ძალზე პატივსაცემნი! სწორედ რომ შადრევანივით ასხამდა, სერ. მომიტევეთ და ვიფიქრე კიდეც, ცოცხალ შადრევნად ხომ არ ვამუშაოთ–მეთქი!
პირველი მძიმე სიმპტომი, რამაც ყველანი შოკში ჩაგვაგდო 1 ოქტომბერს, როცა არჩევნებში მისტერ ჩოყლაყმა მთელი მსოფლიოს თვალწინ მწვანეზე გაასხა, უფრო გაძლიერდა და საოცრად ინტენსიური გახდა!
მიმძიმს ამის თქმა, მაგრამ ის მწვანეზე გასხმა მხოლოდ დასაწყისი იყო. არ მინდა შეგაშინოთ, სერ, მაგრამ ცნობილი პოლიტ–ტრაწოლოგები(მაგალითად, მისტერ ნავარო) მისი უკანალიდან უდიდეს ამოფრქვევას, ნამდვილ წარღვნას პროგნოზირებენ!
1 ოქტომბრის მწვანეზე გასხმა, ძვირფასო სერ, არა მხოლოდ თქვენთვის, დამერწმუნეთ, ჩემთვისაც, ტრაწოლოგიის დოქტორისთვისაც, თავზარდამცემი მოულოდნელობა იყო! მსგავსი რამ ჩემს ხანგრძლივ პრაქტიკაში პირველად მოხდა, სერ! პრევენციულმა ზომებმა, რაც ერთად დავგეგმეთ ჯერ კიდევ თქვენი თბილისში წინასაარჩევნო ვიზიტისას, სამწუხაროდ, შედეგი ვერ მოიტანა! უებარი წამალი – არჩევნების ფალსიფიკაცია, უხვად შეზავებული მასობრივი ტერორითა და გალურჯებამდე დაბოლებით, სრულიად ამაო აღმოჩნდა!
დასანანი შეცდომა გამოგვეპარა - ვერ წარმოვიდგენდით, რომ თურმე მისტერ ჩოყლაყი ზღვარზე იყო, სერ! ეს ვერ შევამჩნიეთ, რომ მისი ყველაფრის მომნელებელი რკინისებრი კუჭი გაზრდილ ულუფებს ვეღარ ერეოდა, ვეღარ ინელებდა. ხუმრობა ხომ არ არის, სერ, ამდენი დედიმისისას და დედითქვენისას ცხელ–ცხელად ყლაპვა! გაციება მაინც ეცლია! ან იმ ზომიერი ულუფებით მაინც მიერთმია, რასაც თქვენ მეგობრულად ურჩევდით!
არა, გაჯიუტდა და ამ ბოლო წლებში სულ დაკარგა ზომიერების ნატამალიც, სერ! თუ გახსოვთ, კოვზით მიირთმევდა თავიდან, მერე, როგორც ქართველები იტყვიან – მადა ჭამაში მოდისო, ჯერ დიდ მათლაფაზე გადავიდა და ბოლოს კასრიც აღარ ყოფნიდა. ჩვეულებრივი კი არა, მოზრდილი კასრი!
უნდა დაგეჯერებინათ! უნდა დაგეჯერებინათ ჩემთვის სერ, როცა გირჩიეთ – ბებიათქვენისას მირთმევაზე მაინც უარი ათქმევინეთ–მეთქი მისტერ ჩოყლაყს! მესმის, რომ ხათრი ვერ გაუტეხეთ და გული გაგიწვრილათ თქვენთვის დამამცირებელი თხოვნით, სერ, მაგრამ მეტი სიმტკიცე უნდა გამოგეჩინათ! მეტი სიმტკიცე და იქნებ გადავრჩენილიყავით კიდეც! დედიმისისა და დედითქვენისა არ ეყოფოდა, ბებიათქვენისაც რომ მოიწადინა?! სწორედ რომ ბებიათქვენისამ დაგვღუპა, სერ!
გაოგნებული ვარ, გაოგნებული და შეშფოთებული! მეტიც – შემაძრწუნა იმ ფაქტმა, რომ მკურნალობის ინტენსიური კურსი, რომელსაც თითქმის ორი თვეა მივმართავთ, სრულიად ფუჭია. დიახ, სრულიად ფუჭი და იძულებული ვარ დავსძინო, მდგომარეობა სწრაფად უარესდება! დიდი დოზის მიუხედავად, „კოჰაბიტაციის“ აბების, მიქსტურისა და თვით ინექციის შეშხაპუნებასაც კი არავითარი შედეგი არ მოაქვს! გუშინ პირდაპირ ვენაში შევუყვანეთ კოჰაბიტაციის 0, 5–იანი დოზა დიდი შპრიცით და იცით რა მოხდა, სერ? არ დაიჯერებთ და პირიდანაც მწვანეზე გაასხა სერ, ყურებიდანაც და უკანალს ხომ ნუღარ იკითხავთ – ფანტანი გეიზერად იქცა, გრენლანდიის გეიზერები თვითმფინავიდან ხომ დაგინახიათ – სწორედ იმასა გავდა, სერ!
კოჰაბიტაცია უდიეტოდ ამაოა! ამას ადრეც, ჯერ კიდევ ახალგაზრობაში ვამტკიცებდი! დაჟინებით ვთხოვე მისტერ ჩოყლაყს, მოვითხოვე კიდეც თქვენი სახელით, სერ, ცოტა ხნით მაინც ეთქვა უარი ბებიათქვენისას მირთმევაზე! თავიდან დამთანხმდა, სერ და იმედი მომეცა, მაგრამ მწარედ მოვტყუვდი: თურმე დიდი სამალავი ჰქონია მოწყობილი. აი, შარშან, პირველი დიდი პარტია რომ გამოუგზავნეთ, განსაკუთრებით სურნელოვანი, ხომ გახსოვთ, მოსაქმებიდან გამოგზავნამდე სულ ცხელი ოხშივარი რომ ასდიოდა, სწორედ ის პარტია გადაუნახავს შავი დღისათვის! საჯაროდ აღარ მიირთმევდა და არც ჩვენს დასანახად! მაგრამ, ვაი რომ ღამით იღვიძებდა თურმე, სერ, სამალავში მიიპარებოდა და პირდაპირ კასრიდან, დიახ, დიახ, პირდაპირ კასრიდან, მუჭა–მუჭა, ბღუჯა–ბღუჯა დანა–ჩანგლის და ხელსახოცის გარეშე, მიაძღებოდა ხოლმე, სერ! რა კოჰაბიტაციაღა მოარჩენდა ამის შემდეგ!
ის წყეული სამალავი გუშინწინ აღმოუჩენია ჩემს ასისტენტს და სასწრაფოდ დაულუქავს, მიუხედავად მისტერ ჩოყლაყის ვერბალური და წერილობითი პროტესტისა! თურმე სახელმწიფო დეპარტამენტის სახელზე ნოტის დაწერასაც აპირებდა, ჩემს კუთვნილ ულუფაზე უარს მეუბნებიან და ეს ტრაწოლოგიის დოქტორი (ცხადია, მე მგულისხმობდა, სერ, რაც სრულიად აღმაშფოთებელია) მომაშორეთო!
ასეა თუ ისე, კოჰაბიტაციის კურსს ვაგრძელებ და ვცდილობ, მკაცრი დიეტა დავაცვევინო! ვნახოთ, რა გამომივა!
დიდ მადლობას მოგახსენებთ თქვენი წერილისათვის, რომელიც იმედია, მცირე შვებას მაინც მოჰგვრის მძიმე ავადმყოფს! ეჰ, რას ვიზამთ, ყველაფერი ღვთის ნება ყოფილა!
იმედს მაინც ნუ დავკარგავთ, თუმცა მდგომარეობა იძაბება – პოლიტიკური ტრაწი გადამდები ყოფილა, უკანასკნელი გამოკვლევები ადასტურებენ! მისტერ ჩოყლაყისაგან ჰიპერრეაქტიული ფორმის ტრაწით მთელი მისი პარტია დაავადდა, სერ! მწვანეზე გასხმის შემთხვევები პარტიაში ყოველ ხუთ წუთში ფიქსირდება! ეპიდემიაა, ნამდვილი ეპიდემია მთელი ნაცმოძის მასშტაბით!
სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები მივიღე, მაგრამ, ვშიშობ, ჩვენც არ დაგვემართოს! მისტერ ჩოყლაყისაგან რომც არ გადაგვედოს, სულ შიშით მაკანკალებს, სულ მუხლები მეკვეთება, როცა გამახსენდება – ჩვენც რამდენი გვაქვს მირთმეული ბებიათქვენისა, სერ! ... და განა მარტო ბებიათქვენისა? ღმერთო, დაიფარე და იხსენ ამერიკა!
არა, სერ, არა! ამას ნუ იფიქრებთ, პროფესიული ღირსების ღალატი გულშიც არ გამივლია – ღმერთმა დამიფაროს! მთელი ცხოვრება ამერიკული მაღალხარისხიანი ქაქის გავრცელების საქმეს ერთგულად ვემსახურები, სერ! რა ვუყოთ, რომ ჩვენმა პარტნიორებმა, იმის გამო, რომ მისი კარგად გამოყენება არ იციან და ზომიერების გრძნობა ხშირად ღალატობთ ხოლმე, ბევრჯერ ხათაბალაში გაგვხვიეს! თავიდანვე ასე აღმზარდეს – ქაქის გავრცელება და მისი ზედმეტი მირთმევისაგან გაჩენილი ტრაწის მკურნალობა ჩემი ნამდვილი მოწოდებაა! ამ მოწოდებას არასდორს არ ვუღალატებ, სერ, არასდროს! მიუხედავად იმისა, რომ მისტერ ჩოყლაყის შემთხვევა, მართლაც განსაკუთრებით შემაშფოთებელია (ვგონებ, უმედოც კი!), მე ერთგულ ჯარისკაცად ვრჩები და საქმის სამსახურს გულმოდგინედ განვაგრძობ!
ახლა იძულებული ვარ, წერა შევწყვიტო, შემატყობინეს მისტერ ჩოყლაყს მორიგი ამომფრქვევა დამართნია! სასწრაფოდ უნდა გავიქცე.
P.S. ბებიათქვენი ხომ კარგად არის, სერ? იმედია, კუჭის მოქმედება ისევ ძველებურად გასაოცარი აქვს. არ მოიწყინოს, როგორც სჩვევია, ხშირ–ხშირად მოისაქმოს ხოლმე, მისი ცხელ–ცხელი სხვაგანაც დაგვჭირდება! თუ არადა, სახლშიაც გავასაღებთ! მომიკითხეთ, ღრმა პატივისცემით!
დიდი მოკითხვით,
მისტერ ჯიმ ჯმუკ–ტრაცა
თბილისი, 12.12. 12.