ვეტერანების შეკრება. აფხაზეთის, სამაჩაბლოსა და ავღანეთის ომის მონაწილეებმა გაერთიანება გადაწყვიტეს. ვეტერანები დღეს ჭადრაკის სასახლეში შეიკრიბნენ და ახალ ხელისუფლებას წინასაარჩევნო დაპირებები შეახსენეს. სოციალური შეღავათები, ყოველთვიური დახმარება, პენსიების გაზრდა და შეღავათიანი სამედიცინო მომსახურება-სხვადასხვა ომში მებრძოლებს დღეს ირაკლი ალასანიამ მოუსმინა.