დაკავებულია სამტრედიის პოლიციის უფროსი. ზვიად ობოლაძეს 19 აგვისტოს მომხდარი ინციდენტის გამო ედავებიან. საქმე ეხება ქართული ოცნების აქტივისტ-სერგო კიღურაძის დაკავებას, რა დროსაც, გამოძიების მტკიცებით, ობოლაძემ დაკავებულის ნათესავ ქალს სახეში იარაღი ჩაარტყა. მეცხრე არხის არქივში დღემდე ინახება მასალა, სადაც კიღურაძის კბილებჩამტვრეული ნათესავი მასზე განხორციელებულ ძალადობაში სწორედ ობოლაძეს ადანაშაულებს. საქმეში არსებული მტკიცებულებების მიუხედავად, ნაციონალების გუნდი ისევ პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობს.