თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფოტო გამოფენა "საქართველო ISAF"-ში მოეწყო. გამოფენა ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით გაიმართა. გამოფენა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა დაათვალიერეს.
ფოტოებზე ასახულია ISAF-ის საერთაშორისო მისიაში მონაწილე ქართველი სამხედრო მოსამსახურეები. „გამოფენა მნიშვნელოვანია, რათა რეალურად გავაცნოთ საზოგადოებას თუ რას აკეთებენ ჩვენი სამხედროები ავღანეთში, რამდენად დიდი სამუშაოს წევენ ისინი გლობალური და ავღანური უსაფრთხოებისთვის. კარგია, რომ სწორედ უნივერსიტეტში ტარდება ასეთი გამოფენა. ჩემი აზრით, მსგავსი გამოფენები რეგიონებშიც უნდა ჩატარდეს, რათა საზოგადოება უკეთ იყოს ინფორმირებული ჩვენი ბიჭების თავდადებასა და ვაჟკაცობაზე" - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
გამოფენის შემდეგ, მინისტრებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან შეხვედრა გაიმართა, სადაც საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. შეხვედრის დასასრულს მინისტრებმა ახალგაზრდების შეკითხვეს უპასუხეს.